Wednesday, May 8, 2019

მიმდევრობითი და პარალელური შეერთებები



ნათურების (წინაღობების) მიმდევრობითი და პარალელური შეერთება









კონდენსატორების მიმდევრობითი და პარალელური შეერთების სქემები და ტევადობის გამოსათვლელი ფორმულები

Thursday, May 2, 2019

PlayPosit




ომის კანონი წრედის უბნისთვის
https://api.playposit.com/go/share/69374/1301769/0/0/----katiesepia

  1. (00:00) 
    რა არის დენის ძალის ერთეული SI სისტემაში?
    რა არის ძაბვის ერთეული SI სისტემაში?

    რა არის წინაღობის ერთეული SI სისტემაში?
    (Points: 3)
    • "__________________________________________"
  2. (00:18) 
    ჩამოაყალიბე ომის კანონი სიტყვიერად
     (Points: 3)
    • "__________________________________________"
  3. (00:42) 
    ჩამოთვალეთ რა გამოიყენეს ვიდეოში უმარტივესი წრედის ასაწყობად?
     (Points: 3)
    • "__________________________________________"
  4. (01:14) 
    გამოთვალეთ რისი ტოლია წინაღობა, თუ ამპერმეტრის ჩვენებაა 0.12 ამპერი, ხოლო ვოლტმეტრის ჩვენება 0.3 ვოლტი
     (Points: 3)
    • "__________________________________________"
  5. (01:33) 
    გამოთვალეთ რისი ტოლია წინაღობა, თუ ამპერმეტრის ჩვენებაა 0.2 ამპერი და ვოლტმეტრის ჩვენებაა 0.5 ვოლტი
     (Points: 3)
    • "__________________________________________"
  6. (01:47) 
    გამოთვალეთ რისი ტოლია წინაღობა, თუ ამპერმეტრის ჩვენებაა 0.3 ამპერი და ვოლტმეტრის ჩვენებაა 0.75 ვოლტი
     (Points: 3)
    • "__________________________________________"
  7. (01:56) 
    რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? იცვლება თუ არა გამტარის წინაღობა? რატომ?
    (Points: 3)
    • "__________________________________________"


ვან დე გრააფის გენერატორი

https://api.playposit.com/go/share/69375/1301769/0/0/----katiesepia




  1. (00:07) 
    რატომ არის ატომი ელექტრულად ნეიტრალური?
     (Points: 1)
    1. იმიტომ, რომ ატომში პროტონების და ელექტრონების რაოდენობა თანაბარია
    2. იმიტომ, რომ ატომის ბირთვი ელექტრულად ნეიტრალურია
    3. იმიტომ, რომ ელექტრონისა და პროტონის მასები ერთნაირია
    4. იმიტომ, რომ პროტონისა და ნეიტრონის მასები თანაბარია
  2. (00:13) 
    როგორ იმუხტება ვან დე-გრააფის გენერატორში სფერო?
     (Points: 1)
    1. დადებითად
    2. უარყოფითად
  3. (00:19) 
    რა მოვლენას აკვირდებით ვიდეოში?
     (Points: 1)
    1. ელექტრონების მოძრაობას
    2. დენის წარმოქმნას
    3. დენის გავლას
    4. დაელექტროვებას
  4. (00:22) 
    როგორ დაიმუხტა ბიჭუნას თმა?
     (Points: 1)
    1. დადებითად
    2. უარყოფითად
    3. ბიჭუნას თმა არ დაიმუხტა
    4. არცერთი პასუხი არაა სწორი
  5. (00:27) 
    როგორ მიიღება დადებითი იონი?
     (Points: 1)
    1. თუ ატომი დაკარგავს ერთ ან რამდენიმე ელექტრონს
    2. თუ ატომი მიიერთებს ელექტრონებს
    3. თუ ატომს მოსცილდება ერთი ან რამდენიმე პროტონი
    4. თუ ატომს მოსცილდება ერთი ან რამდენიმე ნეიტრონი
  6. (00:28) 
    მოძებნეთ მცდარი მტკიცება
     (Points: 1)
    1. ელექტრონი ელექტრონს მიიზიდავს
    2. ელექტრონი პროტონს მიიზიდავს
    3. პროტონი პროტონს განიზიდავს
    4. ელექტრონი ელექტრონს განიზიდავს