თანამშრომლობა alte university-სთან
ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლამ ჩაატარა ტრენინგების სერია „ინჟინერია მოსწავლეებისთვის“ . ქ.თბილისის 108ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მე-10 დ კლასიდან ცოტნე გამჯაშვილი, გიორგი ქოქოლაძე, მარიამ დვალიშვილ ელისაბედ მახარაშვილი და მე-11 კლასიდან ნიკა მიქელაძე დაესწრნენ ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას , სადაც მოსწავლეები გაეცნენ Calliope mini პროგრამირებად დაფას . Calliope mini ეს არის მინი კომპიუტერი, რომლიც შეიძლება გამოიყენო პროგრამირების სასწავლებლად. მასთან მუშაობა არის მარტივი და მოსწავლეებს შეუძლიათ წინასწარი ცოდნის გარეშე დაწერონ პატარა პროგრამები. ჩვენმა მოსწავლეება შეისწავლეს პროგრამირებად დაფაზე ჩაშენებული სენსორები და Calliope mini -ის გამოყენებით შექმნეს სახალისო პროექტები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ალტეს ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი. ამ შეხვედრის ორგანიზატორი 108-ე საჯარო სკლიდან არის ფიზიკის მასწვლებელი ქეთევან სეფიაშვილი. მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები
22.03.24
კვანტის საერთაშორისო დღე
კვანტის - კვანტური კომპიუტინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დავით მალანიას მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 108-ე სკოლის მე10-დ კლასის მოსწავლემ გიგი შენგელიამ, ხელმძღვანელი ქ.სეფიაშვილი
No comments:
Post a Comment